”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობას და მერიას ,,სამართლიანი არჩევნები“ უჩივის

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინააღმდეგ სარჩელი ,,სამართლიანმა არჩევნებმა“ შეიტანა. არასამთავრობო ორგანიზაცია გამგეობას ედავება, რომ 19 ივნისს, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შესახებ გამოთხოვილი ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუწოდებია. ახალციხის მერიის საჯარო მოხელეთა შესარჩევ საკონკურსო–საატესტაციო კომისიას კი სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა, რატომ არ დაუშვეს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი გასაუბრებაზე.

,,სამართლიანი არჩევნების“ იურისტებმა სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანეს. სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.ახალციხის მერიაში საჩივრის შესახებ არაფერი იციან და ამბობენ, რომ მათთან აღნიშნული ინფორმაციის დამადასტურებელი წერილი ჯერ არ მისულა. საკითხზე კომენტარი გააკეთეს გამგეობაში.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე