”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელი მოსწავლეები ანაკლიის ,,მომავლის ბანაკიდან“ დაბრუნდნენ

ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ანაკლიის ,,მომავლის ბანაკიდან“ დაბრუნდნენ. მათ მონაწილეობა სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამართულ შეჯიბრში მიიღეს. ნახევარფინალში მოხვდა ახალციხელი მოსწავლეების ფეხბურთის გუნდი, ახალგაზრდებმა მესამე ადგილი  გარბენში დაიკავეს, მონაწილეობა მიიღეს კალათბურთისა და ტენისის ჩემპიონატებშიც.

ახალციხის პირველი, მეორე და მეხუთე საჯარო სკოლის  21 მონაწილე   ,,მომავლის ბანაკში“ 5 ივლისს გაემგზავრა. სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები ანაკლიაში 10 დღის განმავლობაში სპორტულ ღონისძიებებში იყვნენ ჩართული.

ახალციხელები “მომავლის ბანაკიდან” სიგელებით, მედლებითა და ფასიანი საჩუქრებით დაბრუნდნენ.

Information

This entry was posted on 14/07/2015 by in სპორტი and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე