მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მოშლილი სკამები, მწყობრიდან გამოსული სავარჯიშო ინვენტარი და დაზიანებული მწვანე საფარი–ასე გამოიყურება ახალციხის მიხეილ იაძის სახელობის სტადიონი. მისი რეაბილიტაცია ევროსტანდარტების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ დაწყებულა.