ბორჯომში სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში დვირში, ტაძრისსა და საკირეში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყებისათვის, ცენტრალური ბიუჯეტიდან, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყო. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოაწერა. მთავრობის განკარგულების თანახმად, სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის თანხა, სამცხე–ჯავახეთში, მხოლოდ ბორჯომის მუნიციპალიტეტმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 11 ივნისს ძლიერმა წვიმამ და ქარმა მნიშვნელოვნად დააზარალა ბორჯომის მუნიციპალიტეტის სამი სოფელი. მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები, განადგურგა ნათესები, ადიდებულმა მდინარე დვირულამ მოგლიჯა ხეები, დატბორა სახლები და სამანქანო გზები.
11 ივნისს დაფიქსირდა, ასევე, ძლიერი სეტყვა ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებშიც, რა დროსაც სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. ივნისის თვეში რამდენჯერმე დაისეტყვა ადიგენის სოფლები.
You must be logged in to post a comment.