ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა.
პროცესზე 37 აპლიკანტი იყო მიწვეული, თუმცა აქედან გასაუბრებაზე 12 მათგანი არ გამოცხადდა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალ თანამშრობლებს საკონკურსო–საატესტაციო კომისიის შვიდი წევრი არჩევს, რომელსაც გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს.
თუ ვინ დაინიშნება 17 ვაკანტურ თანამდებობაზე გამგეობაში ეს დაახლოებით, ხუთი დღის ვადაში გახდება ცნობილი. შეგახსენებთ, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი 9 ივლისს დაიწყო.