”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ავტოსაგზაო შემთხვევას ბორჯომელი მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

20130830111057avariaავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე საათის წინ ბორჯომელი მამა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “ბორჯომი” ავრცელებს.

53 წლის ვახტანგ შენგელია 12 წლის ვაჟთან ერთად ბორჯომიდან ხაშურის მიმართულებით მსუბუქი ავტომანქანით მოძრაობდა, რა დროსაც ხეს შეეჯახა.

შემთხვევა ხაშურთან ახლოს მოხდა. სავარაუდოდ, ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ცხედრები გორის საავადმყოფოში გადაასვენეს. ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ მამა-შვილს ბორჯომში გადაასვენებენ.

შსს–ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე