”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რძის პროდუქტების რეალიზაციისა და შენახვის პირობები ახალციხის ბაზარში

რძის პროდუქტების  რეალიზაციისა და  შენახვის პირობები ახალციხის ბაზარში – მოსახლეობა სავაჭრო ცენტრში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს.  რა პირობებში იყდება რძე, ყველი, მაწონი თუ არაჟანი ახალციხის ბაზარში და რა შეთავაზებები აქვთ სპეციალისტებს სახელმწიფოსთვის, კონტროლის გამკაცრების თვალსაზრისით? – თემით „მეცხრე არხი“ დაინტერესდა.

რძის პროდუქტები ახალციხის სავაჭრო ცენტრში და მათი რეალიზაციის პირობები – ახალციხელები ბაზარში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ რძის ნაწარმთან დაკავშირებით,  დიდი სიფრთხილეა საჭირო, ახალციხის სავაჭრო ცენტრში კი შესაძლოა ყველა სანიტარული თუ ჰიგიენური ნორმა დაცული არ იყოს. ზოგიერთები კი ბაზარში არსებულ პირობებს საგანგაშოდ არ მიიჩნევენ.

ახალციხის სავაჭრო ცენტრში რძის ნაწარმი ცალკე სექციაშია განთავსებული. აქ პროდუქტები, ძირითადად,  ოჯახური წარმოებისაა და მიმდებარე სოფლებიდან მარაგდება. ბაზრის ვეტერინარულ სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგე ირწმუნება, რომ რძის პროდუქტები შემოწმების გარეშე სავაჭრო ცენტრში არ შედის.

ბაზრის ადმინისტრაციამ წელს განყოფილებას მაცივარი შეუძინა, სადაც, ხაჭო არაჟანი და რძე ინახება. მოვაჭრეები ყველისთვის სპეციალურ ხსნარს თავადვე ამზადებენ, სადაც სამუშაო დღის დასრულების შემდეგ პროდუქტს აწყობენ. დილით საჭირო რაოდენობით,  კვლავ ღია დახლებზე ათავსებენ.  ხსნარის გამოცვლა კვირაში ერთხელ ხდება. რაც შეეხება  ტემპერატურულ ნორმებს, მოვაჭრეები ირწმუნებიან, რომ ყველის მარილწყალში შენახვის, გამო, ტემპერატურის კონტროლი საჭიროებას აღარ წარმოადგენს.

საპირისპიროს ამტკიცებს, ახალციხის მომხმარებელთა დახმარების ცენტრის დრექტორი. ეთერი ხმალაძის თქმით, ყველა პროდუქტის რეალიზაცია სანიტარული წესებისა და ნორმების სრული დაცვით უნდა ხდებოდეს. ოჯახური წარმოების ყველის შემთხვევაშიც, ტემპერატურული ნორმები 2 –დან  6 გრადუს ცელსიუსამდე,  ბაზრებში დაცული უნდა იყოს, არა აქვს მნიშვნელობა პროდუქცი სპეციალურ ხსნარში ინახება თუ არა.

ცენტრის დირექტორის თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას არა მარტო საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანისას შესაბამისი ნორმების დაცვას ავალდებულებს, არამედ, შიდა რეგულირებასაც.  ამიტომ თავდაპირველად მდგომარეობა ადგილობრივ ბაზრებზე უნდა გამოსწორდეს. ეთერ ხმალაძე გამოსავალს შესაბამისი კონტროლის გაძლიერებაში ხედავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე