”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი წესდება

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებზე გასაცემი ხარჯების მაქსიმალური ზღვარი წესდება. ამას “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. საკრებულოს წევრები, რომლებიც თანამდებობის პირები  არ არიან, ყოველთვიურად საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15%-ზე მეტს ვერ აიღებენ.

ლევან ლაფაჩი სვირის ტერიტორიული ორგანოს დეპუტატია. ამომრჩეველთან შეხვედრისთვის და სხვა მოვალეობების შესასრულებლად, ყოველთვიურად 300 ლარს იღებს. საკრებულოს წევრი ამბობს, რომ აღნიშნული თანხა დეპუტატის საქმიანობის განსახორციელებლად საკმარისია.

სვირის ტერიტორიული ორგანოს დეპუტატისაგან განსხვავებული მოსაზრება აქვს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის, თავმჯომარეს.  მაკა სუდაძის თქმით, იმისთვის, რომ დეპუტატი საზოგადოებას შეხვდეს, კვლევები ჩაატაროს და საკუთარი მოვალეობა შეასრულოს, გამოყოფილი 300 ლარი მიზერულია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის თქმით, დეპუტატის სარგო საკრებულოს თავმჯომარის ხელფასის მიხედვით არ უნდა განისაზღვრებოდეს.

ადგილობრივ თვითმართველობის კოდექსში ცვლილებებია დაგეგმილი. რომლის თანახმად,  საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც თანამდებობის პირი არ არის, ასანაზღაურებელი ხარჯების რაოდენობა ყოველთვიურად საკრებულსო თავმჯომარის ხელფასის  15% არ უნდა აღემატებოდეს, გარდა სამსახურებრივი მივლინებისთვის გათვალისწინებული ხარჯებისა. დაგეგმილ ცვლილებებს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც აფასებენ. იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯომარის თქმით, აღნიშნული რეგულაცია მათ დეპუტატებს არ შეეხება, რადგან ხარჯები ისეა გაწერილი, რომ კანონპროექტში გათვალისწინებულ  ზღვარს არ აღემატება.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები მისაღებია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ თავმჯომარისთვის. გიორგი ანდღულაძე განმარტავს, რომ საკრებულოს წევრების სარგოსთან დაკავშირებით ზღვარი უნდა დაწესდეს, თუმცა დეპუტატებმა აუცილებლად უნდა წარმოადგინონ დოკუმენტაცია, თუ რაში იხარჯება მათზე გაცემული თანხა.

“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში”  განხორციელებული ცვლილების შემდეგ,  ქალაქ ახალციხის საკრებულოში დეპუტატებისთვის განკუთვნილი სარგო – 400 ლარი, შემცირდება, რადგან  აღნიშნული თანხა საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასის 15% აღემატება. კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ ასეთი ხარჯი ხელფასის სახით მიღებულ თანხად არ ჩაითვლება და არ დაიბეგრება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე