ახალციხის მერიის წარმომადგენლებმა დღეს ქალაქის უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
მერიის ადმიანისტრაციის ინფორმაციით, რაბათის უბანში, გოგებაშვილის ქუჩაზე გზის საფარის მოასფალტების წინა გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც მერის წარმომადგენელი განმარტავს გოგებაშვილის ქუჩის ცენტრალური გზის და მიმდებარე ჩიხების მოასფალტება მოხდება .
„ დღეს ადილზე გავეცანი მოსასმზადებელი სამუშაოების პროცესს, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს , ამ ეტაპზე მიწის საფარის მოხსნა, გატანა და გზის გაფართოება მიმდინარეობს, რის შემდეგაც ტერიტორია მოიხრეშება, შემდეგ კი გზების მოასფალტება მოხდება, პარალელურად მოეწყობა ღია სანიაღვრე არხები“ -აცხადებს მერის წარმომადგენელი დავით სამსონიძე.
გოგებაშვილის ქუჩის გარდა, მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, თაყაიშვილისა და მიქუტიშვილის (სანაპირო) ქუჩებზე. სამივე ქუჩაზე სანიაღვრე არხი და ასფალტო -ბეტონის ( 5+3) სმ საფარი მოეწყობა, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ. ს ,,მესხეთავტოგზა “ ახორციელებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.
You must be logged in to post a comment.