”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგებელი ზიკილიის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესს დააკვირდა

11692647_971513562900154_3378352961980254744_nდღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა ნოდარი ბალახაშვილმა სოფელ ზიკილიის საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

გამგეობის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდიდან და ახალციხის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

ამჟამად გზაზე ასფალტო-ბეტონის 5 სმ ქვედა ფენის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის მეორე ფენის, გვერდულებისა და მიერთებების მოწყობა. სამუშაოები მიმდინარე წლის 3 აგვისტომდე დასრულდება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე