საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. საუბარი შეეხო რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. პრემიერმა გუბერნატორებისგან მიმდინარე პროექტების შესახებ მოისმინა ინფორმაცია. მთავრობის მეთაური ასევე დაინტერესდა, რამდენად არიან მზად რეგიონები ტურისტული სეზონისთვის.
პრემიერის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.