”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გასაუბრება იწყება

MERIAხალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება დღეს, 9 ივლისს გაიმართება. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე საკუთარ შესაძლებლობებს 37 მონაწილე წარმოაჩენს.

მუნიციპალიტეტში გამოცხადებული, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე 95 კადიდატი შეირჩა, მათგან 44 ტესტირებაზე არ გამოცხადდა. დარჩენილი კანდიდატებიდან კი ქულათა მინიმალური ბარიერი მხოლოდ 11–მა მათგანმა გადალახა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 49 ქულა დაფიქსირდა.

აღნიშნულ პირებთან ერთად, კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებას ის კონკურსანტებიც გაივლიან, რომლებმაც ქულათა საჭირო რაოდენობა წინა კონკურსებზე დააგროვეს და ქულა შეუნარჩუნდათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე