საერთაშორისო ორგანიზაცია world vision–მა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინიტრაციასთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. შეხვედრა გუბერნიის შენობაში შედგა, რომელსაც მხარის რწმუნებული, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სასკოლო კლუბის წევრები დაესწრნენ.
მათ დოკუმენტაციას ხელი საზეიმო ვითარებაში მოაწერეს.
მემორანდუმი ახალგარზდების გაძლიერებასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მათ აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს. სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის თქმით, მსგავსი თანამშრომლობა ახალგაზრდებს გააქტიურებს და მათ მომავალ საქმიანობასაც განსაზღვრავს.