ცენტრალური საარჩევნო კომისიის საპილოტე პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია სრულდება. „საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ მიმდინარე წლის 13დან – 24 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ ორი კვირის განმავლობაში საარჩევნო თემებზე საჭირო ცოდნა მიიღონ.
საარჩევნო სისტემები, ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, ჩართული მხარეები, გამჭვირვალობა, ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა – ამ საკითხებზე ახალგაზრდებს სემინარს კომპეტენტური პირები ჩაუტარებენ.
საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში გაიხსნება. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები გაუძღვებიან.
საარჩევნო განვითარების საპილოტე პროექტს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან თანამშრომლობით იწყებს.
როგორც #37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე განმარტავს, ამ ეტაპზე, ახალციხეში 40–მდე მსურველია დარეგისტრირებული. ახალგაზრდებს შესაძლებლობა აქვთ რეგისტრაცია დღის ბოლომდე გაიარონ.