”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობამ სოციალურად დაუცველებს სამშენებლო მასალა გადასცა

ცემენტი, საშენი ბლოკი და გოფრირებული თუნუქის ფირფიტები –  სამშენებლო მასალა გამგეობამ, ახალციხის მუნიციპალიტეტის 23 სოფლის, 70 სოციალურად დაუცველ ოჯახს გადასცა.

სპეციალურმა ჯგუფმა  შენობები  წინასწარ აღწერა და თითოეული ოჯახისათვის საჭირო  მასალა განსაზღვრა.

ერჯერადი დახმარებისათვის ბიუჯეტიდან 18 606 ლარი გამოიყო. გამგეობამ შესყიდვები  შ.პ.ს „კორომში“ განახორციელა, რადგან ტენდერში სწორედ აღნიშნულმა კომპანიამ გაიმარჯვა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თქმით,  პირებმა, რომლებიც დახმარების გარეშე დარჩნენ, ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ.

გამგეობისგან სამშენებლო მასალას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთაც სოციალური მომსახურების სააგენტომ  0–დან 100 000–მდე სარეიტინგო ქულა მიანიჭა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე