”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგებელი სვირის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

sviriახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ ახალციხე – სვირის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სამუშაოები  მოინახულა.

ამ ეტაპზე, დასრულებულია 5 სანტიმეტრიანი ასფალტო-ბეტონის პირველი საფარის დაგება. ასევე, მოწყობილია წყლის გადამყვანი მილხიდები და წყალამრიდი არხები.

პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება. მიმდინარე წელს დასრულდება ორ ფენიანი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება 1,650 მეტრზე.  პროექტის მეორე ეტაპი კი მომდევნო წელს დაიწყება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონის განვითარების ფონდიდან ფინანსდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ასტორია“ ახორციელებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე