”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენის მუნიციპალიტეტში ზარალი დათვლილი არ არის

ადიგენის მუნციპალიტეტში ზარალი დათვლილი ამ დრომდე არ არის. ივნისის თვეში, ხუთჯერ დაფიქსირებული სტიქიის შედეგებს კომისია ჯერ კიდევ სწავლობს. ადგილობრივი თვითმმართველობაში ამბობენ, რომ სტიქია რამდენჯერმე ზედიზედ განმეორდა, ამიტომ ზარალის დათვლის პროცესი გაჭიანურდა.

გამგებლის, ზაქარია ენდელაძის თქმით, ამ დროის მონაცემებით, ინფრასტრუქტურულმა ზიანმა, დაახლოებით, 34 ათას ლარს მიაღწია. აღნიშნულს სასოფლო–სამეურნეო სავარგულებიდან მიღებული ზარალი დაემატება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, სტიქიაზე დროული რეაგირება მოხდა, რასაც ხელი იმ გარემოებამაც შეუწყო, რომ რამდენიმე დღით ადრე გამგეობამ მძიმე ტექნიკა, ექსკავატორ–ამომთხრელი შეიძინა და ნალექის შედეგად დაზიანებული უბნები დროულად გაიწმინდა.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვის დროს 10–მდე სოფელი რამდენჯერმე დაზარალდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე