სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს, ერთი წლის შემდეგ ახალციხეში, ახალქალაქში, ნინოწმინდასა და ასპინძაში ფუნქციონირებას მაღალტექნოლოგიური და თანამედროვე ტიპის სამკურნალო დაწესებულებები დაიწყებენ, მათი მიზანი რეგიონის მოსახლეობის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება იქნება. პროექტის დასრულების შემდეგ რთული სამედიცინო მანიპულაციების ჩასატარებლად ადგილობრივებს რეგიონიდან გასვლა აღარ მოუწევთ. ჰოსპიტალური სექტორის რეაბილიტაციაზე 12 მილიონი ლარი დაიხარჯება.