”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ვალელი სტუდენტის პროექტმა იტალიაში მაღალი შეფასება მიიღო

ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში ქალაქ ვალეში მცხოვრებ წარმატებულ სტუდენტთან შეხვედრა გაიმართა.  ხატია კაკაჩიშვილი საზოგადოებას იტალიაში მიღწეული წარმატების შესახებ ესაუბრა.

მაისის თვეში თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურისა და რესტავრაციის  ფაკულტეტიდან ექვსი წარჩინებული ახალგაზრდა იტალიაში გაემგზავრა. მათ ერთ-ერთი ქალაქის სანაპირო ზოლის განვითარების პროექტი წარადგინეს. ხატია კაკაჩიშვილის ჯგუფმა აღნიშნული პროექტით მაღალი შეფასება მიიღო. სტუდენტმა ახალციხეში დღეს სწორედ მათ მიერ შემუშავებული კონცეფციის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იტალიაში გარკვეული გამოცდილება შეიძინა, რასაც სამშობლოში აუცილებლად გამოიყენებს.

ახალციხის გამგებელმა ხატია კაკაჩიშვილს ვალის კულტურის სახლის შესწავლა და შენობის რეაბილიტაციის მისეული ხედვის შემუშავება შესთავაზა.

გარდა ამისა, სტუდენტის წახალისების მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 600 ლარი გამოყოფა, რომელიც მას საჩუქრად გადაეცემა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახური წარმატებულ სტუდენტებთან შეხვედრებს პერიოდულად მართავს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე