4-5 ივლისს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი პრეპარატების შემოტანის რამდენიმე მცდელობა აღკვეთეს.
4 ივლისს, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ვალეს“ კონტროლის ზონაში თურქეთის მხრიდან შემოსული კანადის მოქალაქე ე.ა.ჯ.-ს ხელბარგის დათვალიერების შედეგად, 10 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი APO-TRAMADOL აღმოუჩინეს, ხოლო 5 ივლისს, თურქეთის მოქალაქე ჰ.ი.-ის ხელბარგის დათვალიერების შედეგად – 18 აბი ნარკოტიკული საშუალების შემცველი პრეპარატი GERALGINE-k.
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
You must be logged in to post a comment.