”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან

gamgeobaa ხმაური იყო ახალციხის ადმინისტრაციულ შენობასთან. ივანე ახალციხელის ქუჩის მაცხოვრებლები საავტომობილო გზის, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგებას მოითხოვენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათ ქუჩაზე პრობლემები დროულად არ აღმოიფხვრება, ცენტრალურ გზას გადაკეტავენ.

აღნიშნულზე სასაუბროდ, ისინი  ახალციხის მერთან შეხვედრას მოითხოვდნენ.  თუმცა, მათ ქალაქის რწმუნებული დავით სამსონიძე შეხვდა და პრობლემების მოგვარებას დაპირდა.

ივანე ახალციხელი ქუჩის მაცხოვრებლებმა, ამ წუთებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ადგილობრივ ფილიალთან გადაინაცვლეს, რომელთაც აღნიშნულ დასახლებაში, სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება უნდა უზრუნველყონ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ქუჩაზე სასმელი წყლის სისტემა და კანალიზაცია არ არსებობს. მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას წლებია ითხოვს.

Information

This entry was posted on 06/07/2015 by in საზოგადოება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე