ახალციხის რაიონულ სასამართლოში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარის განიხილვა გრძელდება. პროცესზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეების მტკიცებულებების გამოკვლევა მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მოპასუხე მხარემ ოთხი მოწმე წარადგინა, თუმცა მათგან, მხოლოდ სამის დაკითხვა მოხერხდა. წარდგენილი მოწმეებიდან ყველა მათგანი სოფელ ბოლაჯურის საბავშო ბაღის თანამშრომლი იყო.
„მეცხრე არხთან“ კომენტარი მოპასუხე მხარის წარმომადგენლებმა არ გააკეთეს.
ყოფილი მენეჯერის ლალი მაისურაძის ადვოკატის განცხადებით კი ჩვენებების მიხედვით, ის ფაქტი დადასტურდა, რომ მაისურაძე, დაკავებული თანამდებობიდან, მიზანმიმართულად, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ ლალი მაისურაძე ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორს პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მოპასუხე მხარე კი მაისურაძეს საბავშო ბაღიდან 2 პურის მოპარვას ედავება.