შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალქალქში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს, სავარჯიშოდ, სპორტული ინვენტარი გადასცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა და საქართველოს კრივის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა მამუკა წიკლაურმა სპორტული აღჭურვილობა, მათ სავარჯიშო დარბაზში მიუტანეს. ინვენტარის გადაცემის ცერემონიას ახალგაზრდებთან ერთად მათი ტრენერი ადომ ელიზბარიანი და ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ პეტროსიანი დაესწრნენ.