”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ქალაქ ახალციხის საკრებულოში იურისტის პოზიცია ვაკანტური დარჩა

GASAUBREBA MERIAქალაქ ახალციხის საკრებულოში, იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიცია ვაკანტური დარჩა. ადმინისტრაციულ სამსახურში განმარტავენ, რომ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსით, რვა ვაკანტური თანამდებობიდან, ახალი თანამშრომლები შვიდ პოზიციაზე შეირჩნენ. აქედან, საკრებულოში ერთი კონკურსანტი დასაქმდება, ხოლო მერიაში – ექვსი მათგანი.

მონაწილეებს შედეგების გასაჩივრება, პასუხის მიღებიდან ორი დღის ვადაში, საპრეტენზიო კომისიაში შეეძლებათ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ნინო მიქაბერიძის თქმით,  იურიდიულ საკითხებში მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე კონკურსი ისევ გამოცხადდება.

მერიაში, კონკურსის ბოლო ეტაპი ანუ გასაუბრება, პირველ ივლისს გაიმართა. 54 გამოძახებული კონკურსანტიდან პროცესზე რვა მათგანი არ გამოცხადდა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე