”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

სამცხე-ჯავახეთში, მოქალაქეებმა დიდი ოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში მოქალაქეებმა, სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა, ნებაყოფლობით ჩააბარეს.

შსს–ს ინფორმაციით, სულ ჩაბარებულია: 8 გადაჭრილი თოფი, სხვადასხვა ტიპის იარაღისათვის განკუთვნილი 2 248 საბრძოლო ვაზნა, 57 ხელყუმბარა, 3 შაშხანა, 1 ამფეთქი, 2 სასიგნალო მაშხალა, 3 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, ყუმბარმტყორცნის 15 ჭურვი, 3 მჭიდი და 1 ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე