სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და კოლეჯ „ოპიზარის“ წარჩინებულ სტუდენტებს ახალციხის მერის სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. 8 ახალგაზრდას პირად ანგარიშზე 100–100 ლარი უკვე დაერიცხა.
დღეს სტიპენდიანმტები გიორგი კოპაძესა და მის მოადგილეს, ზაზა თამარაშვილს შეხვდნენ. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, სტუდენტებმა სტიპენდია მაღალი აკადემიური მოსწრებისათვის მიიღეს, რაც სხვა ახალგაზრდებისთვის სტიმულის მიმცემი უნდა იყოს. უნივერსიტეტის 6 და ,,ოპიზარის“ 2 სტუდენტი სტიპენდიას 1 წლის განმავლობაში მიიღებს. გიორგი კოპაძის თქმით, თანხა მხოლოდ იმ სტუდენტებს გადაეცემათ, რომლეთა სასწავლებელიც ახალციხის ტერიტორტიაზე მდებარეობს და მათი შეფასება მაღალია.