საბაჟო გამშვებ პუნქტ “ვალეს” ტერიტორიაზე 29 ივნისს, თურქეთის მხრიდან შემოსულ ირანის მოქალაქე ე.ა.-ს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი Ritalina (5 აბი) აღმოაჩნდა. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
ასევე, 30 ივნისს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ ტერიტორიაზე, თურქეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ბ.ა., რომლის კუთვნილ ავტომანქანაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს, თავად მოქალაქის დათვალიერებისას კი – 0,55 გრ. მარიხუანა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარ სამმართველოს გადაეცა.
You must be logged in to post a comment.