”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში აწყურმა მოიპოვა

მუნიციპალიტეტის პირველობისთვის  ფეხბურთში ტურნირი დასრულდა. აწყურის სტადიონზე ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართა.  ერთმანეთს წნისისა და აწყურის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაშის ძირითადი დრო,  ფრედ 0:0  დასრულდა, რის გამოც პენალტების სერია დაინიშნა. საბოლოოდ, ანგარიშით 7:6,  მუნიციპალიტეტის პირველობა  აწყურმა მოიპოვა.

ტურნირში მონაწილე გუნდებს სიგელები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. პირველ და მეორე ადგილებზე გასულებს, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, პირადი შემოსავლიდან ფულადი თანხა 100 ლარის, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილოსნებს 60 და 50 ლარის ოდენობით გადასცა. 

სამცხე-ჯავახეთის ფეხბურთის ფედერაციამ და გამგეობამ, ტურნირში მონაწილე მოთამაშეები სხვადსხვა ნომინაციაშიც გამოავლინეს და ფასიანი საჩუქრებით  დააჯილდოვა.

მუნიციპალიტეტის  პირველობისთვის   ტურნირი ფეხბურთში 29 ივნისს დაიწყო,  რომელშიც  მონაწილეობა, ახალციხის მუნიციპალიტეტის თემიდან, რვა გუნდმა მიიღო.

Information

This entry was posted on 03/07/2015 by in სპორტი and tagged .

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე