საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის უბნის უფროსი რეინჯერი ნიკოლოზ გელაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკოლოზ გელაშვილმა მის დაქვემდებარებაში არსებული ბორჯომ-ხარაგაულის ტყის ფონდის ტერიტორიიდან უკანონოდ საშეშე მორის მოჭრის სანაცვლოდ მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 300 ლარი.
საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე.
You must be logged in to post a comment.