„Tbilisi City“ 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტს მართავს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ქართველი მომღერლები ადგილობრივ მაყურებელს მიმართავენ და ღონისძიებაზე ეპატიჟებიან.
კონცერტი ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 ივლისს ჩატარდება. ადგილობრივების წინაშე ჯგუფი „ფრანი“, მარკუს მეტრეველი, ნიკი სლოუ და სხვა ცნობილი მომღერლები წარსდგებიან. კონცერტი, დაახლოებით, ორი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
მსურველებს ბილეთების შეძენა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე შეუძლიათ, რომლის ღირებულებაც ხუთი ლარია.
ორგანიზატორები მოხალისე ახალგარზდებს იწვევენ, რომლებიც ღონისძიების საორგანზაციო საკითხებში ჩაერთვებიან და კონცერტის ჩატარებას უზრუნველყოფენ.
კომპანია „Tbilisi City“ საქველმოქმედო ტურნეს, ქვეყნის ყველა ქალაქში გეგმავს.