სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, დასახლებებში სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება, ამის შესახებ ,,მე–9 არხთან“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ისაუბრა. ზაზა მელიქიძის თქმით, მიმდინარე წელს სულ 57 პროექტი დაფინანსდა, მათი საერთო ღირებულება 650 000 ლარია, რასაც ემატება მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება 180 000 ლარის ოდენობით.
გამგებლით თქმით, თანხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატება საჭირო გახდა, რათა სოფლებში პროექტებმა საბოლოო სახე მიიღოს. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, თითოეული სოფლის მიერ შერჩეული პრიორიტეტისთვის პროექტები შედგენილია და მათი განხილვა მიმდინარეობს. დასახლებათა უმრავლესობაში მოსალხეობა წყლის სისტემის მოგვარებას, გზების მოწესრიგებასა და საბავშვო ბაღების მშენებლობას ითხოვს. რამდენიმე სოფელში კვლავ პრიორიტეტად რჩება რიტუალების სახლის მშენებლობა.