”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის გამგეობაში, ტესტირება, 51 კანდიდატიდან 11–მა მათგანმა გაიარა

MERIAახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომავალ კვირას გასაუბრება გაიმართება. საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველ ორ ეტაპზე გასულ კონკურტსანტთა ვინაობა ცნობილია. საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე საკუთარ შესაძლებლობებს 37 მონაწილე წარმოაჩენს.

მუნიციპალიტეტში გამოცხადებული, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე 95 კადიდატი შეირჩა, მათგან 44 ტესტირებაზე არ გამოცხადდა. დარჩენილი კანდიდატებიდან კი ქულათა მინიმალური ბარიერი მხოლოდ 11–მა მათგანმა გადალახა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კი 49 ქულა დაფიქსირდა.

აღნიშნულ პირებთან ერთად, კონკურსის მესამე ეტაპზე, გასაუბრებას ის კონკურსანტებიც გაივლიან, რომლებმაც ქულათა საჭირო რაოდენობა წინა კონკურსებზე დააგროვეს და ქულა შეუნარჩუნდათ.

თუ ვინ დასაქმდება ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეს ცნობილი მომავალ კვირას, გასაუბრების ეტაპის შემდეგ გახდება. გამგეობაში ვარაუდობენ, რომ პოსტები ვაკანტური ამჯერადაც დარჩება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე