”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში ყველა ვაკანტური პოზიცია დაკმაყოფილდა

GASAUBREBA MERIAახალციხის მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დასრულდა. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შერჩეული კონკურსანტების ვინაობა დღის ბოლოს გაირკვევა.

წინასწარი მონაცემებით, მერიასა და საკრებულოში გამოცხადებულ 8–ვე ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატი შერჩეულია. კონკურსში მონაწილეებს საკუთარი შედეგები დღეიდან 5 დღის ვადაში ეცნობებათ.

როგორც მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ნინო მიქაბერიძე განმარტავს, ამ ეტაპზე, საბოლოო შემაჯამებელი ოქმი შედგენილი არ არის. მას შემდეგ, რაც დოკუმენტი მომზადდება, ცნობილი გახდება იმ პირთა ვინაობაც, რომლებიც მერიასა და საკრებულოში დასაქმდებიან.

მერიაში, საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის ბოლო ეტაპი ანუ გასაუბრება გუშინ, 1 ივლისს გაიმართა. 54 გამოძახებული კონკურსანტიდან პროცესზე 8 მათგანი არ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მერიამ და საკრებულომ 8 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი ერთი თვის წინ გამოაცხადა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე