”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

რატომ არ იკრძალება გარევაჭრობა ახალციხის ბაზრის ტერიტორიაზე?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას,  არა მარტო საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის  გატანისას  შესაბამისი ნორმების დაცვას ავალდებულებს, არამედ შიდა რეგულირებასაც უწესებს. თუმცა, დღესდღეობით ქვეყანაში ეგრეთწოდებული გარევაჭრობა კვლავ აქტუალურია. ამ მხრივ, სიტუაცია დარეგულირებული არ არის არც ახალციხეში.

საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტზე ხელის მოწერით, გარკვეული ვალდებულებები აიღო. ხელშეკრულება ქვეყანას საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის გატანისას, შესაბამისი ნორმების დაცვას  ავალდებულებს. ასევე, უწესებს შიდა ბაზრების რეგულირებასაც. მიხედავად ამისა, ქვეყანაში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ აქტუალურია. ახალციხის სავაჭრო ცენტრში მოვაჭრეთა გარკვეული ჯგუფი საკუთარ პროდუქტს, შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ყიდის. ამის გამო კი, ისინი,  რომლებსაც შენობაში ფართი აქვთ ნაქირავები უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

გარე მოვაჭრეები ამბობენ, რომ  ქალაქის სავაჭრო ცენტრში   ფართი  საკმარისი არ არის.  ამიტომ  სოფლის მეურნეობის პროდუქტის გაყიდვა,  ბაზრის მიმდებარე ტერიტრიაზე უწევთ.  ხილით და ბოსტნეულით მოვაჭრეები ამ კუთხით პრობლემას ვერ ხედავენ, ხოლო ყველის რეალიზატორები ამბობენ, რომ  სიცხეში დგომისგან  პროდუქტი უფუჭდებათ,  რაც მათ შემოსავალზეც აისახება.  ამიტომ ისინი ტერიტორიაზე ადგილის გამოყოფას მოითხოვენ.

ის, რომ ახალციხის სავაჭრო ცენტრში ყველის მოვაჭრეთათვის საკმარისი ფართი არ არის, ამაზე თავად ცენტრის ვეტერინარიულ–სანიტარული ექსპერტიზის ლაბორატორიის გამგეც საუბრობს. თუმცა გიორგი ბალიაშვილი აღნიშნავს, რომ მათ მიერ  ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პროდუქციის შემოწმებაც ხდება.  ლაბორატორიის გამგე მიიჩნევს რომ ამ კუთხით  სიტუაცია ზოგადად ქვეყანაში უნდა დარეგულირდეს.

მომხმარებელთა უმეტესეობა აცნობიერებს, რომ შენობის გარეთ პროდუქტის ყიდვა არ შეიძლება, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი გარემოვაჭრეები მომხმარებელთა ნაკლებობას  მაინც არ უჩივიან.

ახალციხეში ბაზარი წლების განმავლობაში ქალაქის ცენტრში მდებარეობდა. იმის გამო, რომ ტერიტორიაზე სანიტარულ–ჰიგიენური ნორმებები დაცული არ იყო,  2011 წლის ნოემბრის თვეში აგრარული ბაზარი დაიკეტა და სავაჭრო ცენტრი ქალაქის შესასვლელში განთავსდა. მიუხედავად ამისა, გარევაჭრობა დღემდე არც ახალი შენობის მიმდებარედაა აკრძალული.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე