”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომელი აბიტურიენტები, გამოცდებზე დასასწრებად, უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ

11249098_465259333651812_1896409649484321108_nბორჯომელი აბიტურიენტები, გამოცდების ჩასაბარებლად, უფასო ტრანსპორტით ისარგებლებენ. ახალციხის მიმართულებით, მათ ავტობუსი 2015 წლის ორიდან 10 ივლისის ჩათვლით მომსახურება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყოფილი გამგეობის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან, დილის 6:50 საათზე გამოვა.
მძღოლი აბიტურიენტებს გამოცდის დამთავრებამდე დაელოდება და  მათ ბორჯომში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული ინიციატივა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელს დიმიტრი ყიფიანისა და “ბორჯომის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დირექტორს დავით ზაალიშვილს ეკუთვნით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, ორ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება და 22 ივლისამდე გასტანს.

Information

This entry was posted on 01/07/2015 by in განათლება.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე