”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში გასაუბრება დაიწყო

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო. დღეს გასაუბრებას მერიიდან  37, ხოლო საკრებულოდან 8 კონკურსანტი გაივლის. მათ საკუთარი შესაძლებლობები საკონკურსო–საატესტაციო კომისიის წინაშე უნდა  წარმოაჩინონ.

პროცესის დაწყებისას, კომისიის 5 წევრიდან,  გასაუბრებაზე მხოლოს 3 მათგანი იმყოფებოდა. როგორც მერიაში განმარტეს,  მივლინების გამო, მესამე ეტაპს საკრებულოს თავმჯდომარე, კახაბერ ბერიძე ვერ დაესწრება. ხოლო  სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე  ავთანდილ კაჭკაჭაშვილი პროცესზე დროებით არ იმყოფებოდა.

გასაუბრების საბოლოო შედეგები დღის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. მისი გასაჩივრება მსურველებს საპრეტენზიო კომისიაში 2 ივლისიდან  2 დღის განმავლობაში შეეძლებათ.

გასაუბრების პროცესზე დაკვირვება სურდა არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების“ კოორდინატორს, დიანა მერაბიშვილს, თუმცა მას უარი ეთქვა. მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება თავად საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ მიიღო,  მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში მიზეზს არ ასახელებენ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე