ახალციხის მუნიციპალიტეტში, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების განხორციელება დაიწყო.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამჟამად, წყრუთი – ჭვინთა – ელიაწმინდის, ახალციხე – ტატანისი – სვირი – ბოგასა და სოფელ ზიკილიის საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მიმდინარე წელს, პროექტის ფარგლებში აღნიშნულ გზებზე, ორ ფენიანიასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება, გაკეთდება წყალამრიდი ნაგებობები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ ხიდებს და მოეწყობა ახალი მილხიდები.
ასევე, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება გაფორმდება და რამდენიმე დღეში, წყრუთი-ანის საავტომობილო გზის მიმართულებით სამუშაოები დაიწყება.
You must be logged in to post a comment.