”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანის ფაქტები გამოავლინეს

vale 228 ივნისს, საბჟპ გამშვებ პუნქტ „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან  ჩეხეთის მოქალაქე ე.ს. შემოვიდა, რომლის კუთვნილი ხელბარგის სკანერით დათვალიერების შედეგად,  ნარკოტიკული ნივთიერების (ტრამადოლი) შემცველობის პრეპარატი Tramal – 6 აბი აღმოაჩინეს.

ნარკოტიკული ნივთიერების (კოდეინი) შემცველობის პრეპარატი Acetaminophen Codeine – 9 აბი და ფსიქოტროპული ნივთიერების (ფსევდოეფედრინი) შემცველობის პრეპარატი Goldax – 7 აბი აღმოაჩინეს სგპ „ვალეს“ მებაჟე ოფიცრებმა, ასევე, 29 ივნისს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად.

ორივე საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე