”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ბორჯომის გამგებელი, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიაში იმყოფებოდა

borjomis gamgebeliბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ქალაქ მიუნხენში იმყოფებოდა.

გამგებელი ევროპის მუნიციპალიტეტთა და რეგიონთა საბჭოს ეგიდით გამართულ შეხვედრებს დაესწრო.

ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ის ძირითადი პრინციპები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობების დემოკრატიული სისტემის გაძლიერებას ხელს შეუწყობს.

26 ივნისს, შეხვედრაზე მოხსენებით წარსდგა დიმიტრი ყიფიანი. საუბარი აღმოსავლეთ პარტნიორობის თემატიკას შეეხო.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის გარდა დელეგაცის შემადგენლობაში შედიოდნენ: თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობების ეროვნული ასოციაციიის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ტატიანა ბოკუჩავა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე