საქართველოს თვითმართველობებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შემდეგ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მორიგი კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო ინფორმაცია, ამჯერად სახელმწიფო რწმუნებულების-გუბერნატორების ადმინისტრაციებში გაცემული პრემიისა და სახელფასო დანამატის შესახებ გამოითხოვა.
კვლევა 2012 წლის 1იანვრიდან 2015 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავდა. ანგარიშის მიხედვით, 2012 წელთან შედარებით, 2013-2014 წლებში, გაცემული პრემიების ოდენობა ყველა გუბერნიაში შემცირდა, თუმცა 2014 წელს, იმაზე მეტი თანხა გაიცა, ვიდრე – 2013 წელს.
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში კი განმარტავენ, რომ პრემიებს, მხოლოდ გუბერნატორი არ იღებს და იგი ყველა თანამშრომელზე ნაწილდება. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, პრემია 2014-15 წლებში სულ ხუთჯერ, 98 ათას 600 ლარი გაიცა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ბოლო ოთხი წლის მონცემები კი ასე გამოიყურება:
2012 წელი – 172 ათას ლარამდე;
2013 წელი – 43 ათას ლარზე მეტი;
2014 წელი – 101 ათას ლარამდე;
2015 წლის იანვარიდან–აპრილამდე – 33 ათასი ლარი.