ხვალ, 1 ივლისს, დაბა ბაკურიანში ზაფხულის სეზონი გაიხსნება.
ბორჯომის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიდველის საბაგიროები დამსვენებელს, ყოველდღე 12:00 საათიდან 18:00 საათამდე მოემსახურება.
მთაზე ველოსპორტის მოყვარულებისათვის მოეწყობა ველობილიკები.
2 ივლისიდან ფუნქციონირებას დაიწყებს გარემონტებული და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კინოთეატრი „დიდველი“, რომელიც მაყურებელს, ყოველკვირეულად, ახალ ფილმებს 3D ფორმატში შესთავაზებს.
You must be logged in to post a comment.