”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ლალი მაისურაძეს, საბავშვო ბაღიდან ორი პურის წაღებას ედავებიან

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურის საბავშვო ბაღის ყოფილი მენეჯერის საჩივარი, განიხილა. პროცესზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა მტკიცებულებები წარადგინეს. საქმეზე ერთი მოწმე – ბაღის მზარეული დაიკითხა.  მარეხი აფრიამაშვილმა  სხდომაზე განაცხადა, რომ ბაღის ყოფილმა მენეჯერმა  დაწესებულებიდან ორი პური წაიღო.

რადგან ეს უკანონო საქციელი იყო, მან  ბაღების გაერთიანების უფროსს შეატყობინა.  სწორედ ეს გახდა ლალი მაისურაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ–ერთი მიზეზი.

აღნიშნული ბრალდება არ დაადასტურა ბოლაჯურის ყოფილმა მენეჯერმა. ლალი მაისურაძემ პროცესზე განაცხადა, რომ მისი გათავისუფლება  მიზანმიმართულად მოხდა,  რადგან ბაღის მენეჯერის  პოზიციაზე  ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მისაღები პირი დანიშნულიყო.

გამგეობის იურისტმა და ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.  ინტერვიუზე უარი განაცხადა ბოლაჯურის ბაღის ამჯამინდელმა მენეჯერმა შორენა ჩხიტუნიძემაც.

შეგახსენებთ, რომ ლალი მაისურაძე  ადიგენის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორს პოლიტიკური მოტივით გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

ნავიგაცია

დონორები

top.ge

TOP.GE