”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხელობაზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი

shalva axalcixeli    2015 წლის  30 ივნისს,  წმინდა მოწამე შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობა მოეწყობა.

დღესასწაულის აღნიშვნა 09:00 საათზე, შალვა ახალციხელის  სახელობის ტაძარიდან დაიწყება, სადაც სადღესასწაულო ლიტურგიას ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე  აღასრულებს.

ღონისძიების განრიგი კი ასეთია:

10:00 სთ. – ქუჩის ფეხბურთი – ახალციხის სასპორტო სკოლის მიმდებარე ტერიტორია;

11:00 სთ. – გარბენი – პაატა  ნათენაძისა და მერაბ კოსტავას ქუჩები;

11:30 სთ. – საქართველოს პირველობა ქართულ ჭიდაობაში – ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

12:00 სთ. – შეჯიბრი ჭადრაკში – ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

12:00 სთ. – რეწვის ოსტატთა ნამუშევრებისა და მესხური სამზარეულოს გამოფენა-გაყიდვა

ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

13:00 სთ. – შეჯიბრი ნარდში – ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

15:00 სთ.– შეჯიბრი მკლავჭიდში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

18:00 სთ. – კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების და

ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, ახალციხის ციხის

ტერიტორიაზე;

19:30 სთ. – გამარჯვებული სპორტსმენების დაჯილდოება – ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

20:00 სთ. – ქ. ახალციხის ჰიმნის პრეზენტაცია  – ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

გალა კონცერტი – ახალციხის ციხის ტერიტორიაზე;

22:00 სთ. – ფოიერვერკი.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე