ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტი „ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხარდამჭერით ხორციელდება. პრეზენტატორებმა დამსწრე აუდიტორიას პროექტის მიზნები და ესეების კონკურსის პირობები გააცნეს.
კონკურსის შედეგად ახალციხეში 6 საუკეთესო მონაწილე და 6 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი შეირჩევა, ანალოგიურად მოხდება ბათუმშიც. შერჩეული ახალგაზრდები საზაფხულო სკოლის ფარგლებში დატრენინგდებიან, ტრენინგების დასრულების შემდეგ კი შესაბამის მუნიციპალიტეტებში ადვოკატირების კამპანიას განახორციელებენ.
პროექტის წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნული აქტივობა, საარჩევნო პროცესში ახალგაზრდების, მათ შორის, შშმ პირების გააქტიურებას ხელს შეუწყობს. სამომავლოდ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოციალური კლიპის გადაღებაც იგეგმება. პროექტი ბათუმსა და ახალციხეში ხორციელდება. იგი აქტიურ ფაზაში სექტემბერის თვეში შევა.