”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხეში “ჯიბე”–ს ჰიპერმარკეტების ქსელის ფილიალი გაიხსნა

ახალციხეში “ჯიბე”–ს ჰიპერმარკეტების ქსელის ფილიალი გაიხსნა. ყოველ დღე  08:00–20:00 საათამდე ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს, სავაჭრო მარკეტში  სასურველი პროდუქტი  შეიძინოს.

 საბითუმო მომსახურება, ხელმისაწვდომი ფასები,  5 000–მდე დასახელების ასორტიმენტი და კომფორტული გარემო – მსგავი სახის მომსახურებას დღეიდან უკვე, სავაჭრო ცენტრ „ჯიბეში“ მიიღებთ. მარკეტი  ქალაქში ოფიციალური ცერემონიით გაიხსნა, რომელსაც მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები  დაესწრნენ. საზოგადოებას სიტყვით „ჯიბე“–ს წარმომადგენლებმა მიმართეს და მომხმარებლებს კომპანიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს.  მათივე თქმით სავაჭრო მარკეტის მიზანი,  საბითუმო  ბაზრის  სისტემური  ლეგალიზება  და  ვაჭრობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებაა.

ადგილობრივ მომხმარებელს საშუალება აქვს, სავაჭრო მარკეტში „ჯიბე ქეშ ენდ ქერი“ სასურველი პროდუქტი, ყოველდღე,  08:00–დან – 20:00 საათამდე  შეიძინოს. ფილიალის მენეჯერის თქმით, მომხმარებლებისთვის სასურველი გარემოსა და კომფორტი შექმნაზე, თითოეული პერსონალი იზრუნებს. დავით ზედგინიძის განმარტებით,  სავაჭრო ცენტრი სრული დატვირთვით იმუშავებს და მომხმარებელს საკვები პროდუქტების,  სასმელების,  ჰიგიენური საშუალებების,  კოსმეტიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა შეეძლება.

„ჯიბე“–ს ახალციხის ფილიალში ამ ეტაპზე 13 ადგილობრივია დასაქმებული. მენეჯერის თქმით, სავაჭრო მარკეტი გაფართოებას გეგმავს და ახლო მომავალში ახალი ვაკანსიებიც დაიდება.  მსურველებს საშუალება მიეცემათ, საკუთარი შესაძლებლობები, მარჯეტ „ჯიბეში“ მოსინჯონ.

“ჯიბე” საქართველოში cash&carry ფორმატის პირველ საბითუმო სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.  სავაჭრო ცენტრში რეგისტრაციის გავლის შემდეგ, იგი ემსახურება, როგორც  იურიდიულ პირებს, ასევე, საცალო მომხმარებლებსაც.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე