”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

2014-2015 სასწავლო წელს, სრული ზოგადი განათლების მედალოსნების სია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 19 ივნისს დაამტკიცა. ბრძანების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლებიდან ოქროს მედალი 21–მა მოსწავლემ მიიღო. მათ შორის: მეხუთე საჯარო სკოლაში – ექვსმა, პირველში – სამმა, მეექვსე სკოლაში  – ორმა, კერძო სკოლა ,,მზექაში“ კი ერთმა მოსწავლემ.

ასევე, დაჯილდოვდებიან სოფელ ანის, ხეოთისა და ვალის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც. რაც შეეხება ვერცხლს, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამჯერადაც მეხუთე საჯარო სკოლაში დაფიქსირდა. ოქროს მედალოსნები გახდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლისა და მოხის სკოლების, ასევე, ასპინძის სოფელ დამალის  საჯარო სკოლის მოსწავლეები.  ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განმარტავენ, რომ აღნიშნული მონაცემები დაუსრულებელია და საბოლოო ვარიანტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახლო მომავალში გამოაქვეყნებს.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე