საფრანგეთის ორი მოქალაქე, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ გავლით, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატების შემოტანას შეეცადა. შემთხვევა 23 ივნისს დაფიქსირდა.
შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საფრანგეთის მოქალაქე ბ.ა.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, 11 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი CoDoliprane, ხოლო საფრანგეთის მოქალაქე რ.გ.ნ.-ის ხელბარგის დათვალიერებისას, 13 აბი ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი Lamaline აღმოაჩინეს.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა.
You must be logged in to post a comment.