”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ახალციხის მერიაში გასაუბრებას 37 კონკურსანტი გაივლის

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ პირთა  რაოდენობა ცნობილია. ტესტირებაზე გამოძახებული  96 კონკურსანტიდან პროცესზე 37 მათგანი  არ გამოცხადდა, 25–მა მონაწილემ ბარიერი ვერ გადალახა, გამსვლელი ქულა კი მხოლოდ 7–მა კონკურსანტმა მიიღო.   ტესტირების ეტაპის შემდეგ, მერიის საკრებულოში კვლავ ვაკანტური დარჩა იურისტის პოზიცია.

როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის  ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, ნინო მიქაბერიძე განმარტავს, 60 ქულიანი ტესტიდან  მაქსიმალური ქულა 39 დაფიქსირდა.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი ივლისის თვიდან დაიწყება. გასაუბრებას, მიმდინარე კონკურსის მეორე ეტაპზე გასულ პირებთან ერთად,  ის კონკურსანტებიც გაივლიან, რომლებმაც ტესტირების ეტაპი  წინა კონკურსზე წარმატებით გადალახეს, შესაბამისი ქულა მიიღეს და შედეგი 1 ივლისამდე შეუნარჩუნდათ.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე