”მეცხრე არხი” | ახალციხის ტელეკომპანია

ადიგენში, კონკურსის შედეგად, შვიდი პირი დასაქმდება

adigeniადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა. სამივე ეტაპი წარმატებით 7–მა კონკურსანტმა გაიარა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობაში მომავალი კვირიდან დასაქმდებიან.

კონკურსის ბოლო ეტაპი, ანუ გასაუბრება, ადგილობრივ თვითმმართველობაში 24 ივნისს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 21–მა პირმა მიიღო, ხოლო სამხედრო აღრიცხვის ატესტაცია 2 –მა მათგანმა გაიარა.

შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიცპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 26 ივნისს 6 პოზიციაზე  გამოცხადა.

დონორები

top.ge

TOP.GE
Design a site like this with WordPress.com
დაიწყე