სიმულაციური თამაშების ციკლი ინტეგრაციასთან არსებულ პრობლემებზე – თემაზე ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ტრენინგი გაიმართა. მასში მონაწილეობა სამოქალაქო განათლების პროგრამა “მომავლის თაობის” პარტნიორი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს.
მონაწილეთათვის სემინარი ,,ახალგაზრდები სამოქალაქო პროგრესისკენ” წარმომადგენელმა რობერტ სიმონიანმა ჩაატარა.
ტრენინგის მიზანს ინტეგრაციასთან ასოცირებულ საკითხებზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.
ორგანიზატორების განმარტებით,სიმულაციური თამაში მონაწილეებს კომუნიკაციის, დროის მენეჯმენტის, გადაწყვეტილებების მიღების, სიტუაციების მართვის, კრიტიკული აზროვნების,ასევე დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, პრობლემების გადაჭრის უნარების მართვაში დაეხმარება.